როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია – იან კელი ტატუნაშვილზე

ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო,

“არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ მშობლებს,” – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ტატუნაშვილის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ახალ საზღვრებს და არ ვაღიარებთ საართველოს ორ რეგიონს დამოუკიდებლად, ჩვენ ვუწოდეთ რუსეთს ოკუპანტი და შესაბამისად, როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ თავიანთ მშობლებს. ჩვენ საქართველოს მთავრობას მხარს ვუჭერთ მის ყველა ძალისხმევაში, გადაჭრას ეს საკითხი. უკვე შედგა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი,“ – განაცხადა კელიმ.

მისი თქმით, აშშ-ს კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა დაუყოვნებლივ დაუბრუნონ ცხედარი ოჯახს.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 58 შეტყობინება შევიდა
შემდეგი სტატიალევან იზორია ილჰამ ალიევს შეხვდა