ლევან იზორია დედოფლისწყაროში უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დედოფლისწყაროში იმ ადგილზე ჩავიდა, სადაც დღეს ავტოავარიის შედეგად ერთი სამხედრო პირი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ცოტა ხანში თავდაცვის მინისტრი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაინაცვლებს, სადაც ავტოავარიის შედეგად დაშავებული სამხედროების ნაწილი გადაყვანილი.

ლევან იზორიას ჟურნალისტებისთვის ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ,,კამაზის” მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა, რომელშიც 20-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.შემთხვევის ადგილზე ერთი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 10-მდე კი მძიმედ დაშავდა. დაშავაბულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ კახეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია„არ აყვეთ პროვოკაციას, მშვიდად მიდით საარჩევნო უბანზე და მიეცით თქვენი ხმა”