შსს-მ კახეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის წესების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. დაშავებული ჯარისკაცები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შემთხვევის ადგილისკენ მიემართება.

banner
წინა სტატიაშიბოდბესთან სამხედრო ავტომობილი ამობრუნდა – გარდაიცვალა 1 და დაშავდა 10 ჯარისკაცი
შემდეგი სტატიალევან იზორია დედოფლისწყაროში უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა