ლევან იზორია: დავიცავ თოთოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს

მინდა, დავდო პირობა, რომ ვიზრუნებ და დავიცავ თოთოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს,- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მუხათვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგო პატივი.

“პატივს მივაგებ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ გვიჩვენეს საუკეთესო მაგალითი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის. საქართველო, თითოეული ქართველი მუდამ იამაყებს მათი სახელით“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხდა თითოეული მათგანის ოჯახს.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს, დედებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. დღეს ისინი აქ არიან. დღეს ისინი ყველა ქართველი ვაჟკაცის დედები არიან, გმირი დედები არიან. , მინდა დავდო პირობა, რომ მათ ხსენებასთნ ერთად, ვიზრუნებ და დავიცავ თოთოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას. მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს“,-აღნიშნა ლევან იზორიამ

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: სიტყვები უძლურია, გამოხატო ის ტკივილი, რომელიც ამ დღეს უკავშირდება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი, როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი მეზობელი, მცირე ერის წინააღმდეგ