გიორგი მღებრიშვილი: სიტყვები უძლურია, გამოხატო ის ტკივილი, რომელიც ამ დღეს უკავშირდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი მღებრიშვილმა ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. დღეს ის დღეა, როდესაც სიტყვები უძლურია, გამოხატო ტკივილი, ღირსება, მადლიერება, რომელიც ამ დღეს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭების მაგალითზე გაიზრდებიან ახალგაზრდები საქართველოში” , – განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიალევან იზორია: დავიცავ თოთოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს