ლევან გოფოძე : ვთვლი, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უდნა გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება

ვთვლი, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უდნა გაუკეთდეს ეს ტესტირება-განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ. მისი აზრით, რაც მეტ ადამიანს ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება, კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილება მით უფრო შესაძლებელი იქნება.

„მე ვთვლი, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უდნა გაუკეთდეს ეს ტესტირება თუ არის შესაძლებლობა, ეს დიდ მატერიალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. რაც მთავარია, ამას განსაზღვრავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ისინი იყენებენ გადაწყვეტილებას, საზოგადოების რა ნაწილს, ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება. რაც უფრო მეტი კონტროლის საშუალება გვექნება, მით უფრო ავიცილებთ თავიდან დაავადების შიდა გავრცელებას“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმსა და ქობულეთში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა
შემდეგი სტატიათბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს