ლევან გოგიჩაიშვილი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ლევან გოგიჩაიშვილი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვს. დეპუტატს შეკითხვები აქვს ანაკლიის პორტის პროექტზე და ასევე ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვაზე, რომლის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი. შესაბამისი შეკითხვებს კანონმდებლები პრემიერ-მინისტრს დაუსვამენ, რომელიც ხვალ ინტერპელაციის წესით პარლამენტში მივა.

ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძემ ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საკანონდებლო ორგანოში მისვლას აზრი არ ექნება.

„მე ვფიქრობ, რომ თურნავა უნდა გადადგეს აუცილებლად იმიტომ, რომ ის არის დანიშნული იმ ოდიოზური ბიზნესმენების მიერ და იმ კორუფციული ინტერესებით არის დანიშნული ეს ადამიანი, რომ ზუსტად ასეთი პროექტებისთვის ხელი მოეწერა. ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერზე დავსვათ კითხვა, უბრალოდ მას შეუძლია, გაგვცეს ან არ გაგვცეს პასუხი. მაგრამ თუ ის პრემიერ-მინისტრია, მას თუ აქვს რაღაც თავმოყვარეობა, ვფიქრობ, რომ ყველაზე ისეთი კითხვაზეც, რომელზეც ის ჩათვლის, რომ არ არის საინტერესო, უნდა გასცეს პასუხი. ან დადგეს ტრიბუნასთან და გასცეს კითხვებს პასუხი ან საერთოდ ნუ მოდის, არავის არ სჭირდება ასეთი პრემიერმინისტრის გამოჩენა საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდაზე ცესკო-მ ამომრჩეველი ბუჩქის ძირას დაარეგისტრირა
შემდეგი სტატიაარ შეიძლებოდა მას, ვინც ეს დოკუმენტი გასცა, არ სცოდნოდა, რომ ანაკლიის პროექტს ააფეთქებდა