არ შეიძლებოდა მას, ვინც ეს დოკუმენტი გასცა, არ სცოდნოდა, რომ ანაკლიის პროექტს ააფეთქებდა

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

არ შეიძლებოდა მას, ვინც ეს დოკუმენტი გასცა, არ სცოდნოდა, რომ ანაკლიის პროექტს ააფეთქებდა – ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას.

მისი თქმით, მაშინ როცა ანაკლიის პორტის ფინანსური პაკეტი შეკრულია, ფოთის პორტში მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემა კითხვებს აჩენს.

„დაეცდიათ ამათთვის, რომ ინვესტორები შემოეკრიბათ, ფინანსური პაკეტი შეეკრათ და მერე გამოეცხადებინათ. რატომ გახდა საჭირო ფოთის პორტზე ამ ნებართვის გაცემა ზუსტად იმ ეტაპზე, როდესაც უნდა დასრულებულიყო ანაკლიის ფინანსური პაკეტის შეკვრა,“-ამბობს ხუხაშვილი.

 

შეგახსენებთ, ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დოკუმენტი, რომელიც ანაკლიის პორტის პერსპექტივას კლავს გაუქმებულია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გათავისუფლებული.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვს
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებაზე განცხადებას ავრცელებს