ლევან გაჩეჩილაძე: მე და გიორგი ისაკაძე რაღაც ვადაში ერთმანეთს დავემშვიდობებით

მაესტროს გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა ბიზნეს – კონტაქტის ავტორ გიორგი ისაკაძესთან და არხის ფინანსურ დირექტორს თემურ გაჩეჩილაძესთან დასრულდა. გაჩეჩილაძე შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

“მთავარი საუბრის ორი თემაა, რომ პირველი გადაბარების საკითხი, რომელიც მრავალმხრივია, გადაბარებას სჭირდება აუდიტი, სჭირდება ინვენტარიზაცია, სჭირდება ფინანსური მოკლევადიანი, საშუალო და გრძელ ვადიანი გეგმები და მე ბატონმა თემურმა აღმითქვა, რომ ჩვენს შორის იქნება ძალიან სერიოზული თანამშრომლობა“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძის თქმით, მისი მთავაროი ამოცანაა, რომ არ დაზიანდეს შ.პ.ს სტუდია მაესტროს შემოსავლები.

“მე და გიორგის გვქონდა ესეთი ლაპარაკი, შესაძლებელია რაღაც ვადაში ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობოთ მისი ინიციატივით, მაგრამ მანამდე ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეხვედრები დაგეგმილი იმასთან დაკავშირებით, რომ მაესტროს დღევანდელი ეთერი ეს არის მაესტროს პროდუქტი. შ.პ.ს სტუდია მაესტროს პროდუქტს აქვს 10 მილიონიანი შემოსავალი, ამ პროდუქტს ქმნის მათ შორის გიორგი ისაკაძის მიერ წარმოდგენილი პროდუქტები, აქედან გამომდინარე ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის მთავარი ამოცანაა, რომ არ დაზიანდეს შ.პ.ს სტუდია მაესტროს შემოსავლები,“ – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშიენმ-ს კორდინატორის სიმამრის სახლიდან სანადირო თოფი და სავარაუდოდ ხელყუმბარა ამოიღეს
შემდეგი სტატიამაკედონიამ მიგრანტებს საზღვარი სრულიად დაუკეტა