ენმ-ს კორდინატორის სიმამრის სახლიდან სანადირო თოფი და სავარაუდოდ ხელყუმბარა ამოიღეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში სამართალდამცველებმა ენმ-ს კოორდიანტორის სახლის შემდეგ მისი სიმამრის და სიმამრის ძმის სახლები გაჩხრიკეს.
არჩილ ტარუაშვილის სიმამრის, სოსო ბეჟანიშვილის საცხოვრებელ სახლიდან სამართალდამცველებმა სანადირო თოფი და სავარაუდოდ ხელყუმბარა ამოიღეს.
ამ წუთებში მიმდინარეობს ტარუაშვილის სიმამრის ძმის შალვა ბეჟანიშვილის სახლის ჩხრეკა. ტარუაშვილის სიმამრი, მისი ძმა და ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს. საქაშეთში კომპლექსურ ჩხრეკას ტარუაშვილების და მათი ნათესავების პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ.
ადგილობრივების თქმით ტარუაშვილები და ბეჟანიშვილები თბილისში “გაზპრომის” წინააღმდეგ გამართულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას რაც მათი სახლების გაჩხრეკის მიზეზი შესაძლოა იყოს

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ისაკაძე ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობას არ აპირებს
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძე: მე და გიორგი ისაკაძე რაღაც ვადაში ერთმანეთს დავემშვიდობებით