ლევან ბეჟაშვილი-პარტიაში თბილისის ორ ოლქში მაჟორიტარებად ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურები განიხილება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თბილისის ორ ოლქში პარტია მაჟორიტარებად რამდენიმე ლიდერს, მათ შორის ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს განიხილავს.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა შესაძლოა, ნიკა მელია მაჟორიტარობის კანდიდატად გლდანში, ზაალ უდუმაშვილი კი სამგორში დასახელდნენ.

ბეჟაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ თავად მისი კანდიდატურა კახეთის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში განიხილება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალციხეში მაჟორიტარ კანდიდატად შესაძლოა, ყოფილმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა იყაროს კენჭი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ეს საკითხიც განხილვის საგანია. ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან პოლიტპატიმრის სტატუსით გაატარა იმაზე მეტი დრო, ვიდრე ხელისუფლებაში იყო. კანონთანაც და მორალთან მიმართებაშიც ის აბსოლუტურად პირნათელია. კონსულტაციების შედეგად გამოვლინდება, რა უფრო მნიშვნელოვანია საერთო ინტერესებისთვის, რათა ოპოზიციამ გაიმარჯვოს „ქართულ ოცნებაზე“. აქედან გამომდინარე, მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე-სიურპრიზები „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იქნება
შემდეგი სტატიაკონსტანტინე კაკავა: სუსმა წითლიძის ბრალდება უსაფუძვლოდ ჩათვალა – პრინციპში სხვა მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა