ლევან ბერძენიშვილმა პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

რესპუბლიკური პარტია მეტი ქალი პოლიტიკაში – იდეის გარშემო ერთიანდება. განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა. ბერძენიშვილის თქმით, ქალთა როლი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, რის გამოც პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და 9 მაჟორიტარ ოლქში ამდენივე ქალი პოლიტიკოსი კანდიდატებად წარადგინა.

ბათუმის 69-ე ოლქი ხათუნა სამნიძე.

ლელა ებრალიძე – 61-ე ოლქი ფოთი.

ნინო გოგუაძე 59-ე ოლქი ოზურგეთი.

ნატო ქათამაძე 48-ე ოლქი ქუთაისი.

თინა ხიდაშელი 54-ე ოლქი ზესტაფონი.

ირინა გელაშვილი 43-ე ოლქი ხაშური

ლია როინიშვილი 38-ე ოლქი დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი

თამარ ხიდაშელი მეოთხე ოლქი საბურთალო,

თამარ კორძაია პირველი ოლქი მთაწმინდა.

“ალბათ იცით, რომ ჩვენი სლოგანია – გავთავისუფლდეთ, მოძველებული აზროვნებისგან, სტერეოტიპებისგან. ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ ქალის ადგილი არ არის პოლიტიკაში, რაც არასწორია. ჩვენი ლოზუნგია, რომ ბევრი ქალი პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, მეტ სიმტკიცეს, მეტ სოლიდარობას, მეტ მშვიდობას, მრავალფეროვნებას და კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის. მეტი რესპუბლიკელი ქალი პოლიტიკაში. აპოლონის მდგომარეობაში ვარ, 9 მუზა წარმოვადგინე დღეს,”- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა კანდიდატების წარდგენისას.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: მტერმა უკრაინა ვერ დააჩოქა
შემდეგი სტატიაშეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების ხელშეწყობის პილოტირების პროგრამა დაიწყო