პოროშენკო: მტერმა უკრაინა ვერ დააჩოქა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას თავის დაცვა შეუძლია იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მტერი ხმელეთის მეცხრედს ფლობს.
“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ აღლუმიდან მიიღებენ ნიშანს, რომ უკრაინას შეუძლია თავის დაცვა, მაგრამ სჭირდება სამომავლო მხარდაჭერა. ჩვენი მტერი ხომ ეს ის ქვეყანაა, რომელიც ხმელეთის მეცხრედს ფლობს და ჩვენს სამხედრო ბიუჯეტზე ათობით მეტ ფულს ხარჯავს შეიარაღებაში” – განაცხადა პოროშენკომ.
“უკან მოხედვისას, ორწლიანი ომის პერიოდის მანძილზე, შესაძლებელია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ მტერმა ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულა, მან უკრაინა ვერ დააჩოქა. ამისთვის დაიღუპნენ ჩვენი 2504 სამხედროები” – განაცხადა პოროშენკომ.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ სამხედრო აღლუმი მაიაკოვსკის ლექსით გახსნა
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილმა პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა