“ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა” – სანდრო ბრეგაძის მორიგი ბრალდება

“ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ლევან აკინის წინააღმდეგ შესაძლოა უახლოეს მომავალში პროკურატურაში საქმე აღიძრას.

ბრეგაძის თქმით, მას ბავშვების მშობლები დაუკავშირდნენ.

“დღეს ან ხვალ პროკურატურაში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, მშობლები მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ლევან აკინისა და ამ ფილმის შემქმნელების მიმართ. მე დამიკავშირდა მშობელი, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულში ლევან აკინმა მოტყუებით ბავშვები წაიყვანა ქალაქგარეთ და ისინი გარკვეულ სცენებში გადაიღო. აკინმა ისინი მოატყუა, თითქოს, საბავშვო ფილმს იღებდა ქართულ ცეკვაზე. რეალურად, ეს ბავშვები გეიპროპაგანდისტული ფილმისთვის გამოიყენა. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლევან აკინს. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა მითხრა, 5-6 ბავშვზეა საუბარი” – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი : რომ არა ჩვენი ტოლერანტობა და მიმღებლობა, ქართველი ერი ვერ იარსებებდა, კარგი იქნება, თუ ამას გაიაზრებს ერიც და ბერიც
შემდეგი სტატია“ტაბულას” ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ