“ტაბულას” ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ

“ტაბულას” ცნობით, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები “ტაბულას” ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს.

„ტაბულას“ ინფორმაციით, მოხდა არა მხოლოდ ნივთის დაზიანება, არამედ ჟურნალისტზე ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტიც და გამოძიებაც შესაბამისად უნდა დაწყებულიყო.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=2400825266800321″ width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში“ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა” – სანდრო ბრეგაძის მორიგი ბრალდება
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი : ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ინვესტიციებს იმიტომ, რომ ეს არის წინაპირობა დასაქმების ზრდის