ლევან ახვლედიანი – თუ გადავდივართ დიალოგზე, წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება აღნიშნულ პროცესს დააზიანებს

region
ავტ.: region ოქტომბერი 16, 2019 15:22

ლევან ახვლედიანი – თუ გადავდივართ დიალოგზე, წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება აღნიშნულ პროცესს დააზიანებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მოლაპარაკებისკენ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, წერილის გასაჯაროება, რომლითაც კონსორციუმმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა, პროცესს დააზიანებს.

მისი თქმით, წერილი შედგენილია იურისტების მიერ კონკრეტული ხელშეკრულების პუნქტების გათვალისწინებით, ამ დაძაბული ვითარების ფონზე. მიგვაჩნია, რომ თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვისა და დიალოგისკენ, მაშინ ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს ამ პროცესებს. თუმცა არ უარვყოფთ, რომ თუ დადგება საჭიროება და დრო, აუცილებლად გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, წერილთან დაკავშირებით ორივე მხარე კონფიდენციალურობის პუნქტით არის შეზღუდული. აუცილებლობის შემთხვევაში კი, კონსორციუმი მზად არის, წერილი გაასაჯაროოს.

„ჩვენ ორივე მხარე ვართ კონფიდენციალურობით შეზღუდული. ეს არ არის, რომ ჩვენ მოვახვიეთ კონფიდენციალობა თავზე მთავრობას, ასეთი რამ არ ხდება. არის ხელშეკრულება და არის მასში კონკრეტული კონფიდენციალურობის პუნქტი, ამიტომ, როგორც ვიცი, საჭიროა იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ უნდა მოგვცეს, ანუ წერილობით თანხმობა, რომ ისინი თანახმა არიან გასაჯაროებაზე, მაგრამ თუ გადავდივართ დიალოგზე, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს ამ პროცესს. ამიტომ თავს შევიკავებთ ჯერჯერობით და მოვლენების განვითარებას დაველოდებით. თუ დადგება გასაჯაროების აუცილებლობა, ამაზე თავს არ შევიკავებთ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმის ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ მთავრობას პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება წარუდგინეს, თუმცა მან წერილის დეპატალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კონფიდენციალურია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გუშინ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტომ“ მიიღო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წერილი. მან კონსრიციუმს მიმართა, თავად გაასაჯაროოს წერილი და ასევე აღნიშნა, რომ წერილში არ არის ასახული კონკრეტული გეგმები, ხედვები, არც ის, როგორ აპირებს კონსორციუმი ვალდებულებების შესრულებას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა გუშინ ამოეწურა.

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აძლევს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

region
ავტ.: region ოქტომბერი 16, 2019 15:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics