,,ანაკლიის პორტის კომერციულ დასაბუთებას მე თავიდანვე ვერ ვხედავდი”-ჭიჭინაძე

“თუ ხელისუფლებამ სასწრაფოდ არ გაწყვიტა მამუკა ხაზარაძესთან ხელშეკრულება და თავად არ დაიწყო აშშ-სთან და მათ საინვესტიციო ჯგუფთან საუბარი, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება მართლა ცდილობს, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს.

ანაკლიის პორტის კომერციულ დასაბუთებას მე თავიდანვე ვერ ვხედავდი. იმიტომ რომ, არსებობს მონაცემები რომელიც გამოქვეყნებული იყო და რომელში ჩაღრმავება რატომღაც არავის უნდა.

– 7 ნავსაყუდელით ასი მილიონი ტვირთი ვერანაირად ვერ გადაიტვირთება. ასეთი ფენომენი უბრალოდ არ არსებობს. ამისთვის უნდა აშენდეს 35 ნავსაყუდელი, როგორც იყო კიდეც თავიდან გათვლილი, როდესაც ლაზიკის პროექტი კეთდებოდა;

– ანაკლიის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას, დამატებით 200 მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგური სჭირდება, რომელმაც ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს და არც ის არის განსაზღვრული, როდის ან სად აშენდება;

– 100 მილიონიანმა ტვირთმა რომ გაიაროს, მილიარდი დოლარის ინვესტირება მაინცაა საჭირო;

– კასპიის ზღვაზეა ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი, რომელსაც მარტო ჩვენი ქვეყნის ნებართვა ნამდვილად არ ყოფნის.
აი ამიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციის თემად უფრო იქცა.თუმცა, ვერც ხელისუფლების მხრიდან ვხედავ ისეთ მონდომებას როგორიც უნდა იყოს.არადა ის მინიშნებები, რასაც აშშ-ს წარმომადგენლები აკეთებენ, ეს უფრო სამხედრო პროექტია, რადგან, წყალქვეშა ნავებზეა საუბარი.

და როდესაც ასეთი მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტზეა საუბარი, ამ პროექტს კომერციულთან უკვე ნაკლები შეხება აქვს და აქ სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება!
კერძო პირებზე კი არ უნდ ავიყოთ დამოკიდებული, სწორედ სახელმწიფოების დონეზე უნდა გადაწყდეს დაფინანსება!
ამისთვის კი, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოს ხელშეკრულება ხაზარაძესთან და თავად დაიწყოს აშშ-სთან და იმ საინვესტიციო ჯგუფთან საუბარი.

ეს იქნება ყველაზე მკაფიო პასუხი და თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ეს პროექტი არ განხორციელდეს.”-აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშილევან ახვლედიანი – თუ გადავდივართ დიალოგზე, წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება აღნიშნულ პროცესს დააზიანებს
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: მთავრობამ ქვეყნის ინტერესები პიროვნულ ანტიპათიებზე და მაღლა უნდა დააყენოს