ლეონიდ თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი აგვისტომდე გაიმართება

"საქართველოს ხელისუფლება დღემდე ვერ ეგუება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას თავისი საზღვრით"

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის აგვისტომდე რუსეთის შეამდგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსული სააგენტო “ტასისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თიბილოვის თქმით, რეფერენდუმის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

“ჩვენ უკვე განვიხილავთ ვადებს. რაიმე კონკრეტულ თარიღს ჯერ ვერ დავასახელებთ. თუმცა ეს ახლო მომავალში მოხდება, აგვისტომდე”, – განაცხადა თიბილოვმა.

თიბილოვის განმარტებით, რეფერენდუმზე გაიტანენ საკითხს ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის შეცვლის შესახებ, რაც ცხინვალს საშუალებას მისცემს, რუსეთს შეერთების თხოვნით მიმართოს. ამავე დროს, ოკუპირებული რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცხინვალი არ ელის, რომ რუსული მხარე რეფერენდუმის შედეგებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

“ამჟამად მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვსურს რუსეთის სახით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სერიოზული პოლიტიკური რისკის წინაშე დავაყენოთ. შესაბამისად, დავასკვენით, რომ ჩვენ ცვლილებები უნდა შევიტანოთ მოქმედ კონსტიტუციაში, კერძოდ მის მეათე მუხლში. ვგეგმავთ, შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტს პარლამენტთან შეთანხმებით მისცემს უფლებას რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას მიმართოს თხოვნით, განიხილოს სამხრეთ ოსეთის მის შემადგენლობაში შესვლის საკითხი”, – განაცხადა ლეონიდ თიბილვმა.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 72% ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიაპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს