გამოკითხულთა 72% ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს

ბიბისი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნახევარი წლით გააგრძელა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს. ანგარიშის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ რესპონდენტთა 86% ინფორმირებულია, საიდანაც 72%აცხადებს, რომ აღნიშნულს ემხრობა.

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა გამოკითხულთა 14 % ამბობს, რომ ”პროდასავლური”, 52 %- ”პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც”, 5 % – ”პრორუსული”, 16 %- ”პრორუსული, თუმცა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან”. 11 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
შემდეგი სტატიალეონიდ თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი აგვისტომდე გაიმართება