ლეონიდ ჩერნოვეცკი მცირე საოჯახო ტიპის სახლებს ხურავს

საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ამა წლის 1 ოქტომბრიდან დახუროს ქობულეთში მოქმედი და ფონდის მიერ ოპერირებული სამი საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში.
ასთი გადაწყვეტილების მიღების საბაბს წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უარყოფითი პოზიცია ფონდის თხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ ტიპის ახალი სახლების გახსნის საკითხს. ფონდის მიერ ჯანდაცვის მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი წარმოადგენს ფონდის მიმართ უპატივცემულობას და წინააღმდეგობას უქმნის მის მუშაობას!
ფონდის დამფუძნებლის აზრით, „უარი ჩვენთან საუბარზე მიუსაფარ ბავშვთა პრობლემებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოადგენს უპასუხისმგებლო ნაბიჯს, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პრობლემაა მთელი ქვეყნისთვის და არა მარტო ჩვენთვის, – აღნიშნულია წერილში.
გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს გადახდილი ბავშვებისათვის კუთვნილი თანხა და მან ფაქტიურად უკვე მოახდინა არსებული ლიცენზიის ანულირება, ფონდის დამაარსებელი წყვეტს მათ დაფინანსებას, ხოლო ფონდი იწყებს ბავშვების მეურვეებისათვის გადაცემის პროცესს.

სრულად გთავაზობთ ჩერნოვეცკის ფონდის ხელმძღვანელობის მიერ ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნილი წერილის ტექსტს, რომელიც ეხება ქობულეთში მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლების დახურვის საკითხს :

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს

ქალბატონო მინისტრო!
გაცნობებთ, რომ ჩვენი საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა ბატონმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ამა წლის 1 ოქტომბრიდან დახუროს ქობულეთში მოქმედი და ფონდის მიერ ოპერირებული ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელთა დაფინასებას პირადად იგი აწარმოებს.
მისი გადაწყვეტილების მიღების საბაბს წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უარყოფითი პოზიცია ფონდის თხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ ტიპის ახალი სახლების გახსნის საკითხს, რომელთა მსგავსი მომსახურებისა და ბავშვებზე ზრუნვის კუთხით საქართველოში არ არსებობს!
ფონდის დამფუძნებლის აზრით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ფაქტიურად წახალისებას ახდენს იმ ბავშვთა სახლებისა, რომლებიც სინამდვილეში რელიგიურ სტრუქტურებს წარმოადგენენ, სადაც „გულუბრყვილო სულები“ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იმყოფებიან!
იგი არ არის დაინტერესებული სასამართლო პროცესებით ერთ ან ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლის გამო, რაც ქვეყანას არაფერს მისცემს, რამეთუ ფონდის გამოცდილებას არავინ იზიარებს.
მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთა დამოკიდებულება მის მიერ წამოჭრილი პრობლემებისადმი. ფონდი იყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო მინისტრები და მათი ქვეშევრდომები მას არ იზიარებენ.
აღსანიშნავია, აგრეთვე, პირადად ფონდის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, რაც გამოიხატება ფონდის მიერ ოპერირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების დისკრიმინაციაში, კერძოდ, ბავშვებისთვის კუთვნილი თანხის არმიცემაში! ეს არ არის მარტო ფულის საკითხი, რომელიც ძალიან მწირია. ჩვენ არ გვინდა „ბრძოლა“ სასამართლოებში, არამედ გვსურს მუშაობა და მოვითხოვთ პატივისცემას.
ფონდის დამფუძნებლის აზრით, უარი ჩვენთან საუბარზე მიუსაფარ ბავშვთა პრობლემებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოადგენს უპასუხისმგებლო ნაბიჯს, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პრობლემაა მთელი ქვეყნისთვის და არა მარტო ჩვენთვის!
ჯანდაცვის სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი წარმოადგენს ჩვენი ფონდის მიმართ უპატივცემულობას და წინააღმდეგობას უქმნის ჩვენს მუშაობას! რატომ უნდა დავხარჯოთ ჩვენი ძალები ამ „ომში“? ჩვენ მოვედით, რომ ვაშენოთ და განვაგრძობთ მოსახლეობის დახმარებას იმ სფეროებში, სადაც ხელს არ შეგვიშლიან.
გთხოვთ, უახლოეს ვადაში განიხილოთ ჩვენი ფონდის დამფუძნებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გააუქმოთ ქობულეთის ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლის რეგისტრაცია.
გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს გადახდილი ბავშვებისათვის კუთვნილი თანხა და მან ფაქტიურად უკვე მოახდინა არსებული ლიცენზიის ანულირება, ფონდის დამაარსებელი წყვეტს მათ დაფინანსებას, ხოლო ფონდი იწყებს ბავშვების მეურვეებისათვის გადაცემის პროცესს.

ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორი
ო. პოლიშუკი

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: ეს ყოფილა მშვიდობით ომის მოგება – უსიტყვოდ ჩაბარება!
შემდეგი სტატია„ჩორჩანას გარშემო შექმნილი სიტუაცია და შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია