„ჩორჩანას გარშემო შექმნილი სიტუაცია და შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოფელ ჩორჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.

„ჩორჩანას გარშემო შექმნილი სიტუაცია, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის გასწვრივ შეიარაღებული პირების სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებულობას და გამოიყენებს თავის გავლენას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს“, – წერს კარლ ჰარცელი.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ 30 აგვისტოს, 06:00 საათამდე ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვეს.

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკი მცირე საოჯახო ტიპის სახლებს ხურავს
შემდეგი სტატია,,ეს არის დაუსჯელობის სინდრომი,რაც გაუჩნდათ სეპარატისტებს”-პაატა დავითაია