„ლელოს“ მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა

24 წლის ასაკში, „ლელო სარასენსის“ მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

„სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა „ლელო სარასენსის“ და საქართველოს მზარდი მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე. საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს“, – ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მორაგბის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

banner
წინა სტატიაშიგახდა თუ არა ტრაგედიის მიზეზი შესაძლო დანაშაული სამართალდამცველების მხრიდან
შემდეგი სტატიაპროკურატურამ მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მასალები გამოითხოვა