გახდა თუ არა ტრაგედიის მიზეზი შესაძლო დანაშაული სამართალდამცველების მხრიდან

16-17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარი ავარია, რომელსაც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილის სიცოცხლე შეეწირა, ბევრ კითხვის ნიშნას აჩენს.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ დიდი სიჩქარით მოძრავ ბექა ხახუბიას საპატრულო ეკიპაჟი გორთან აედევნა. მძღოლი, პოლიციის მოთხოვნას ავტომობილის გაჩერების შესახებ არ დაემორჩილა და გზა განაგრძო, თუმცა მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ სამართალდამცავები დევნას არ წყვეტდნენ, ის ხაშურის ცენტრში მოტრიალდა და თბილისისკენ დაიძრა. ზვიად კუპრავას მტკიცებით, ურჩი მძღოლის შესაჩერებლად საპატრულო პოლიციამ გორის გვირაბის გამოსასვლელთან გზა ტრაილერით ჩახერგა, რითიც საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და კანონი უხეშად დაარღვია. ის ფიქრობს, რომ რადგან საქმე პროკურატურაშია, დანაშაული პატრულის მხრიდან არის ჩადენილი.

შსს-ში კი არ ამბობენ, რასთან შეჯახების შედეგად დაიღუპა 21 წლის ბიჭი. უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: “რუსთავი2”

banner
წინა სტატიაშირა შემთხვევაში იქნებოდა ბექა ხახუბია ცოცხალი?
შემდეგი სტატია„ლელოს“ მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა