“ლელოს” აქცია ენგურის ხიდზე ოკუპაციის და საოკუპაციო ზოლთან ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად

აფხაზეთის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და ლიდერებმა ენგურის ხიდზე სიმბოლური აქციით გააპროტესტეს ქვეყნის ოკუპაცია და საოკუპაციო ზოლთან არსებული სოფლების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა.

“ლელოს” ლიდერის და სამეგრელოში ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ბელქანიას განცხადებით დღეს, ქვეყნისთვის ისტორიულად უმნიშვნელოვანესი, აფხაზეთის გასაბჭოების დღეა. ამიტომ დაიგეგმა სიმბოლური აქცია ენგურის ხიდზე.

“საოკუპაციო ხაზზე ჩამოვედით გასაპროტესტებლად. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სოხუმი დაეცა ერთი საუკუნის წინ, 4 მარტს. ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარება კი არასწორი ხაზით წავიდა. ერთია ოკუპაცია, რომელიც გრძელდება უკვე საუკუნეა, და მეორეა მოქმედი ხელისუფლების მიუღებელი პოლიტიკა საოკუპაციო ზოლთან არსებული სოფლების მიმართ. საუბარია ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ სრულ უყურადღებობაზე და მათ მიმართ არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაზე. უმნიშვნელოვანესი მაგალითია სოფელ ფახულანის შემთხვევა.

ფახულანის, მცხოვრებმა 14 სტუდენტებმა სწავლის დაფინანსებაზე სახელმწიფოსგან მიიღეს უარი; იმ მოტივით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს მიეკუთვნება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლები: ნაშამგუ, ოლორი, წყოუში, ქალაღალი, პალური, ეწერფერდი.

აღნიშნული სოფლიდან სტუდენტები სოფლის განსაკუთრებული სტატუსის გამო, 2013 წლიდან ფინანსდებოდნენ ახლა კი გაირკვა, რომ ფახულანმა, თურმე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მდებარე სოფელის სტატუსი დაკარგა. ჩემს მიერ ნახსენები სოფელი ოლორი დღეს არც არსებობს, ლეშამგუში კი სკოლა საერთოდ არ არის, მუჟავაში კი ერთი სკოლაა ცენტრში. ხოლო რაც შეხება პალურს და წყოუშს იქ მხოლოდ 9 წლიანი სკოლაა.

შესაბამისად მხოლოდ ფახულანის N 1 სკოლაში შეიძლება მოზარდმა მიიღოს ატესტატი. საუბარი მხოლოდ, სკოლაზე, ან სოფლის განსაკუთრებულ სტატუსზე არაა საუბარია საოკუპაციო გამყოფ ხაზზე არსებულ გაურკვევლობაზე და ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ინტერესების იგნორირებაზე.” – თამარ ბელქანია

თამარ ბელქანიას და “ლელოს” წარმომადგენლების განცხადებით ტერმინი „საოკუპაციო გამყოფი ხაზი“ გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას, ამას გარდა მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაციის ხელშეწყობა და ამ სტატუსის მოხსნით, საზოგადოებრივი აზრის დატესტვა რამდენად შეეგუება ის ამ ყველაფერს..

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასაქმებულ ყველა პირს კუთვნილი ხელფასი უკვე ჩაერიცხა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაგვითქვამს