“ლელომ” ანაკლიაში აქცია – “ააშენე ანაკლია – ხიდი აფხაზეთთან” გამართა

“ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდის რეგიონული ოფისის ორგანიზებით 26 მაისის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ახალგაზრდული ფრთის მიერ იყო ორგანიზებული.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ,ლელოს” წევრებმა ყვავილებით შეამკეს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლები.

მათივე ცნობით, ღონისძიების მთავარი აქცენტი ანაკლიიის ღრმაწყლოვანი პორტის შეჩერებაზე გაკეთდა. სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ანაკლიის პროექტის შეჩერება გააპროტესტეს შემდეგი ლოზუნგებით: “დაძარი ანაკლია!” “ააშენე ანაკლია!”, “ანაკლია ხიდი აფხაზეთთან!”. საპროტესტო აქციას შეუერთნენ ახალგაზრდები საოკუპაციო გამყოფი ხაზიდან.

“ლელოს” ლიდერების ალექსანდრე ახვლედიანისა და თამარ ბელქანიას განცხადებით, აქციას ექნება პერმანენტული სახე და ხალხის ხმა ამუშავდეს ანაკლიის პორტი, არ დადუმდება, ვიდრე, ანაკლიის პორტი არ ამუშავდება.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი სასტუმრო ,,ანაკლიაში” გაიმართა კონფერენცია-დისკუსია თემაზე: ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ქართული სახელმწიფო XXI საუკუნეში”. ასევე ლიდერებმა დამსწრე საზოგადოებას განახლებული რეგიონული ორგანიზაცია და ,,ლელოს”ახალი წევრები წარუდგინეს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრი – საუბრები, რომ “კლანი” არსებობს, დემაგოგიაა
შემდეგი სტატიაგამოცემა „ნიუსვიქი“ საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის სტატიას აქვეყნებს