“ლეიბორისტული” პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს

“ლეიბორისტული” პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, მმართველი გუნდი ადგენს საპარლამენტო არჩევნების ისეთ წესს, სადაც შესაძლებელი იქნება მანდატების მოპარვა. გუგავა ამბობს, რომ ბოიკოტის შედეგად შეცვლილ კონსტიტუციაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დაეკისრება.

„ადგენენ ისეთ წესს საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც შესაძლებელი იქნება მანდატების მოპარვა. ქართველ ხალხს ართმევენ სოციალურ გარანტიებს, განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების, ასევე, აკანონებენ უცხოელებზე მიწის გასხვისებას. ამდენად, მე პროტესტის ნიშნად არ მივიღებ მონაწილებას კენჭისყრაში, ბოიკოტს გამოვუცხადებ და სრული პასუხისმგებლობა აქედან გამომდინარე, დაეკისრება მმართველ ძალას,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

საკონსტიტუციო კომისიის სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. სხდომას არ ესწრება ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშისკანდალი: „ინტერრაო“ საქართველოს ტარიფებზე ედავება და სასამართლოთი ემუქრება
შემდეგი სტატიაპენტაგონი: აშშ-ს სპეცრაზმმა “ისლამური სახელმწიფოს” მეთაური იპოვა და მოკლა