პენტაგონი: აშშ-ს სპეცრაზმმა “ისლამური სახელმწიფოს” მეთაური იპოვა და მოკლა

ამერიკელმა სამხედროებმა, სირიის ტერიტორიაზე იპოვეს და მოკლეს ექსტრემისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი. ოპერაცია სირიის აღმოსავლეთით, ქალაქ მაიადინის ტერიტორიაზე ჩატარდა.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკლულს აბდურახმან უზბეკი ქვია, იქვე განმარტებულია, რომ ტერორისტი წარმოშობით უზბეკეთიდან იყო. პენტაგონის განცხადებით, უზბეკი “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის უახლოესი მრჩეველი იყო და ის სტამბულში, 1 იანვრის ღამით კლუბზე მომხდარი თავდასხმის მომზადებაში იღებდა მონაწილეობას – წერს”ბიბისი”.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული” პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს
შემდეგი სტატიასახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს