ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

საქალაქო სასამართლოში დღეს ლაზარეს პროცესია ჩანიშნული. დაკავებულმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით უნდა მიმართოს, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, განაჩენი გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, 14:00 საათზე, აქცია სახელწოდებით “არა რუსულ კანონს!, თავისუფლება ლაზარეს!” გაიმართება. სტუდენტური მოძრაობების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის უკან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. პარლამენტის უკან ისინი “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ბიუროს სხდომაზე ინიცირებას გააპროტესტებენ. საქალაქო სასამართლოსთან კი აქტივისტები ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება განაჩენი.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წელს, 7-8 მარტის აქციების დროს დააკავეს. სასამართლო ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანის დაწვას ედავება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა და რუსეთი დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
შემდეგი სტატიაჩვენ არა, ქართველმა ხალხმა ამ კანონმდებლობას უწოდა რუსული – დეკანოიძე