ჩვენ არა, ქართველმა ხალხმა ამ კანონმდებლობას უწოდა რუსული – დეკანოიძე

რუსეთიდან შემოსული ფინანსური აქტივები როდესაც არ კონტროლდება და უნდათ გააკონტროლონ სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ მუშაობენ, ჩვენ არა, ქართველმა ხალხმა ამ კანონმდებლობას უწოდა რუსული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მე კანონმდებლობას ვუწოდებ რუსულს მთლიანად, ვინაიდან რუსეთში მსგავსი კანონმდებლობა იქნა მიღებული. ჩვენ ვხედავთ განცხადებებს „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ანუ ევროკავშირის, აშშ-ისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან შემოსულ ტექნიკურ დახმარებას. ამიტომ როდესაც რუსეთიდან შემოსული ფინანსური აქტივები არ კონტროლდება და უნდათ გააკონტროლონ ყველა ის სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ მუშაობს, ჩვენ ამ კანონმდებლობას, უფრო სწორად ჩვენ არა, ქართველმა ხალხმა ამ კანონმდებლობას უწოდა რუსული“,- განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშილაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიალაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება – DRI