ლაზარე გრიგორიადისის დედა – ლაზარე ჩვენი მთავრობის პირადი ტყვეა

9 თვის განმავლობაში სულ ვფიქრობდი, ლაზარეს, ალბათ, გაამტყუნებენ-მეთქი, რადგანაც პროცესი გააჭიანურეს, მაგრამ ბოლო 4 თვეა ცოტა ეჭვი შემეპარა, რომ იქნებ ნამუსი აქვთ ადამიანებს და შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის, – ამის შესახებ 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც თამთა კალანდაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მისი შვილი მთავრობის ტყვეა.

„ლაზარე იდგა საქართველოს ღირსების დასაცავად 7-9 მარტს აქციებზე, მაგრამ მან, ალბათ, თავისი განსაკუთრებული ვიზუალის გამო მიიქცია ყურადღება და ამიტომ ამოირჩა. რადგანაც ვიღაც ერთი სჭირდებოდათ, რომელიც უნდა დაესაჯათ, ეს აღმოჩნდა ლაზარე და უკვე ერთი წელია ლაზარე საპყრობილეშია. ვფიქრობ, ის არის ჩვენი მთავრობის პირადი ტყვე. კადრებში ლაზარე არის, მაგრამ პროკურატურა ვერ ამტკიცებს, რომ ლაზარე “მოლოტოვის” ისვრის და მანქანას წვავს”, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – სტრასბურგმა თქვა, რომ გვარამიას საქმეზე ევროკავშირის ყოფილი ელჩი სცდებოდა ან ტყუოდა, წუხილის ნაცვლად, ვისმენთ, თურმე საჭიროა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება
შემდეგი სტატიალაზარე გრიგორიადისის ადვოკატი – მოცემული საქმე იმდენად პოლიტიკურია, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს