ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი – მოცემული საქმე იმდენად პოლიტიკურია, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, დაცვის მხარეს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს.

როგორც მან ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, დაცვის მხარე მეორე დღესვე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

„დაცვის მხარე ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აპელირებდა, რომ პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს წარმოდგენილი საერთოდ არ აქვს, რომელიც ლაზარე გრიგორიადიდის ბრალეულობას დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, მოცემული საქმე იმდენად პოლიტიკურია, ჩვენ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს. მსჯავრდებულს მერე რჩება უფლება, რომ შეწყალების თხოვნით მეორე დღესვე მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. თუ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რისი დიდი ალბათობაც არსებობს”, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშილაზარე გრიგორიადისის დედა – ლაზარე ჩვენი მთავრობის პირადი ტყვეა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა