ლავროვმა გერმანიის საქმეებში ჩარევის ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა

ლავროვმა გერმანიის საქმეებში ჩარევის ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა

ლავროვმა გერმანიის საქმეებში ჩარევის ბრალდებაზე კომენტარი გააკეთარუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანელი კოლეგის ბრალდებას, გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ, უპასუხა.
“ვერ დავეთანხმები იმას, რის გამოც ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მკაცრი რეაქცია ჰქონდა ჩემს კომენტარზე. მან თქვა, რომ აუცილებელია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და არ დავიწყოთ პროპაგანდა მასმედიაში. ჩვენ ზუსტად ამას ვითხოვთ, რომ გამოძიების შედეგები რაც შეიძლება მალე გამოჩნდეს” – განაცხადა მინისტრმა გერმანიაში მცხოვრები რუსი 13 წლის გოგონას 30 საათით დაკარგვის გამო ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით.

რუსეთი, ლავროვის განცხადებით, გერმანიას მოუწოდებს აღნიშნულ საქმეზე გამოძიების ყველა დეტალი მიაწოდოს რუსეთს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსი კოლეგა რუსი გოგონას საქმის პროპაგანდისტული კუთხით წარმოჩენაში, მიგრანტების მიმართ აგრესიის გაღვივებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშინემცოვის მკვლელობის ორგანიზატორების საქმე ცალკე წარმოებაში გაუშვეს
შემდეგი სტატიარიწის ტბა გაიყინა