ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორების საქმე ცალკე წარმოებაში გაუშვეს

ტელეკომპანია ТВЦ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მოკვლა დეტალურად არის აღბეჭდილი

ნემცოვის მკვლელობა გახსნილად გამოცხადდაგამოძიებამ ცალ-ცალკე წარმოებაში გაუშვა საქმე რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელების და ორგანიზატორების შესახებ.
“დღეს გამოძიებამ მაცნობა, რომ ორგანიზატორებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე- დაუსწრებლად დაპატიმრებულ რუსლან მუხუდინოვისა და დაუდგენელი პირის შესახებ, გამოიყო და ცალკე დაიწყება გამოძიება” – განაცხადა გარდაცვლილი პოლიტიკოსის ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, რომ მკვლელობა გამოძიებულია, რადგანაც მუხუდინოვი არ არის დაკავებული და არ არის დადგენილი მეორე ორგანიზატორის ვინაობა და ასევე მკვლელობის მოტივები.

banner
წინა სტატიაშიექსპერტის თქმით, სავჩენკო ვერ ავიდოდა კოშკზე და სროლას ვერ დაიწყებდა
შემდეგი სტატიალავროვმა გერმანიის საქმეებში ჩარევის ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა