ლავროვის თვითმფრინავს ცა სამმა ქვეყანამ დაუხურა, რეისი სერბეთში ვერ ჩაფრინდა

სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ: ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სერბეთისკენ მიმავალ თვითმფრინავს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. ლავროვის რეისმა დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწია და უკან დაბრუნება მოუწია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო ფრენებზე შეზღუდვები დაუწესეს და ცა ჩაუკეტეს.

ინფორმაცია, ლავროვის ვერშემდგარი ვიზიტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად სერბულმა მედია Вечерние Новости-მ გაავრცელა, დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ. მისი თქმით, ლავროვის რეისს ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებმა საჰაერო სივრცე დაუხურეს.

რუსეთის დელეგაცია ბელგრადში მოლაპარაკებებისთვის მიფრინავდა.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ლავროვი სერბეთში ვიზიტის ნაცვლად გამართავს პრესკონფერენციას “აქტუალურ საკითხებზე”.

რუსეთის ფედერაციულ საბჭოში სერბეთის მეზობელი ქვეყნების მიერ ცის ჩაკეტვაზე “მკაცრ რეაქციასა” და არა მხოლოდ დიპლომატიურ, არამედ “კონკრეტულ, პრაქტიკულ საპასუხო ქმედებებს” ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიდიდი იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას, ეყოფა გამბედაობა და დააფიქსირებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არის მათი ინტერესის სფერო და საგანი – დავითულიანი
შემდეგი სტატიაგანახლებადი ენერგია ქართული ბიზნესისთვის