ლავროვი: ზელენსკისთან საუბარი არ შეიძლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს.
მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის დასავლეთისგან სერიოზული წინადადებები განიხილოს.

“ზელენსკისთან საუბარი არ შეიძლება. რუსეთი მზადაა განიხილოს დასავლეთის სერიოზული წინადადებები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი წინადადებები არ ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, ჩვენ კი თითქოს არ ვართ მზად, ეს ყველაფერი დასავლური სიცრუეა. ჩვენ მზად ვიქნებით ნებისმიერი სერიოზული წინადადებისთვის, სერიოზულ წინადადებებს ჯერ ვერ ვხედავთ”,-განაცხადა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანის განცხადებით კმაყოფილი რუსი მსახიობი
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ბროვარიში დატრიალებული ტრაგედიის გამო უკრაინას უსამძიმრებს