ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

„ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში, თბილისში განვითარებულ მოვლენებს, მე მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: დღეიდან დაიწყება შეუპოვარი ბრძოლა დემოკრატიისთვის
შემდეგი სტატიაბურჯანაძე კობახიძეს: შენ თუ არ გახსოვს, მამაშენს ჰკითხე