მამუკა ხაზარაძე: დღეიდან დაიწყება შეუპოვარი ბრძოლა დემოკრატიისთვის

დღეიდან დაიწყება შეუპოვარი ბრძოლა დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისკენ, რადგან ერთი კაცის და მისი დამქაშების დრო ამ ქვეყანაში დამათავრდა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, უნდა გადადგან ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მალე ქვეყანას განვითარების გზაზე დააყენებს.

„ჩემი აქ ყოფნა არის არა მარტო უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრება, რომელიც დღეს, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ასი წლის თავზე განახორციელეს 21-ე საუკენეში ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მისმა დამქაშებმა, ეს არის მართლა სიმბოლური, სწორედ დღეიდან დაიწყება ნამდვილი გამათავისუფლებელი ამბავი, რომ ჩვენ – საქართველო კიდევ ერთხელ არ გავხდეთ რუსეთის გუბერნია.

მემგონი, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა დიანახოს ფართო სურათი, რა ხდება რეგიონში, რა პროცესები ვითარდება. ამიტომ, შემთხვევითობა არ არის, რაც დღეს მოხდა. კატეგორიულად ვემიჯნები იმ რიტორიკას, რომ 9 წელი გავიხესოთ, მომავალში უნდა გავიხედოთ. არჩევანი არის ძალიან მკაფიო – ან ჩვენ გავხდებით, ღმერთმა დაგვიფაროს, რუსეთის იმპერიის ნაწილი და ოკუპირებული იქნება არა 20 პროცენტი, არამედ ყველაფერი ისე, რომ ვერც გავიგებთ. მნიშვნელობა აქვს, რა მოხდა დღეს, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გამოიყვანეს ძალისმიერი მეთოდით, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი უკვე ბოლო თვეების განმავლობაში ითხოვს, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი, რომ გაყალბებული არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს, რადგან ვერანაირ დემოკრატიას, ვერანაირ სასამართლოს ჩვენ ვერ ავაშენებთ, თუ არჩევნები, ადმიანის უფლება, მისი ხმის უფლება იქნება ხელყოფილი.

ამიტომ ვდგავართ ჩვენ ამ ბოიკოტში პარტიული განსხვავების მიუხედავად და ეს გავაერთიანებს. ამიტომ დღევანდელი დღიდან დაიწყება შეუპოვარი ბრძოლა დემოკრატიისთვის, შეუპოვარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისკენ, რადგან ერთი კაცის და მისი დამქაშების დრო დამათავრდა ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა, გამვგლიჯოთ ეს მიძინებული ქვეყნა ამ ოლიგარქიას და ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის გადავდგათ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მალე, გარწმუნებთ, ძალიან ცოტა ხანში ქვეყანას განვითარების გზაზე დააყენებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობის ოფისთან ადმინისტრაციული წესით 21 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიალატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს