ლაშა დამენია – „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც მოსვლის დღიდან მძევლების თავისუფლებით ვაჭრობს, არანაირ მოლაპარაკებებზე წასვლა არ შეიძლება

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც მოსვლის დღიდან მძევლების თავისუფლებით ვაჭრობს, არანაირ მოლაპარაკებებზე წასვლა არ შეიძლება, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა სამი მოსმენით იქნა გატანილი პარლამენტში. სამწუხაროა თვითონ ის ფაქტი, რომ პარლამენტში ერთი კრიტიკული აზრიც არ იყო ამ მიმართულებით გაჟღერებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც მოსვლის დღიდან მძევლების თავისუფლებით ვაჭრობს, არანაირ მოლაპარაკებებზე წასვლა არ შეიძლება. ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს განცხადებაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ესმის მხოლოდ პროტესტის და ზეწოლის ხმა, რომლითაც აუცილებელი უნდა ყოფილიყო საქართველოში მიღწეულიყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა ლაშა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს სანქციების გამკაცრებაზე კოდექსში ცვლილებებს
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 239 ფაქტი გამოავლინა