ხვიჩია – პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს სანქციების გამკაცრებაზე კოდექსში ცვლილებებს

“გირჩის” წევრის და პარლამენტის დეპუტატის, იაგო ხვიჩიას აზრით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო უნდა დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებს. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი გუშინ დაუჭირა.

“პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიღებულ ცვლილებებს საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

მას, როგორც მოლაპარაკების მონაწილეს და მასპინძელს, ამის მორალური უფლებაც აქვს და ვალდებულებაც”, – წერს იაგო ხვიჩია.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 15 325 ადამიანია დარეგისტრირებული
შემდეგი სტატიალაშა დამენია – „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც მოსვლის დღიდან მძევლების თავისუფლებით ვაჭრობს, არანაირ მოლაპარაკებებზე წასვლა არ შეიძლება