ლარსის გამშვებ პუნქტზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთული, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი 1500-მდე სატვირთო მანქანაა გაჩერებული

საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 1500 სომხური სატვირთო მანქანა დგას, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადააქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროში აღნიშნეს, ამის მიზეზი ის არის, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც რიგის დაჯავშნას ითვალისწინებს.

„სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო ქართველ და რუს კოლეგებს ეკონტაქტება აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად“, – წერს სომხური მედია.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე – მთავარი ხარვეზი, რომელიც საპროკურორო საბჭოშია შესაცვლელი, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანია
შემდეგი სტატიამოქალაქეობის მინიჭების საკითხი – პრეზიდენტს უფლებამოსილება ეზღუდება