ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება – კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2.81 ლარზე მეტია. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა 2.79 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ვალუტის ისტორიული მინიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2.78 ლარი იყო.

უცნობია განახორციელებს თუ არა ეროვნული ბანკი ვარდნის შესაჩერებლად რაიმე სახის ინტერვენციას. ახალ კურსს კი მთავარი საფინანსო უწყება 17:00 საათისთვის დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მესამედ დამარცხდა
შემდეგი სტატიათავს დამნაშავედ არ ცნობს – ფარცხალაძის პირველი კომენტარის სასამართლოს შემდეგ