თავს დამნაშავედ არ ცნობს – ფარცხალაძის პირველი კომენტარის სასამართლოს შემდეგ

ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე დღეს სასამართლომ მხარეების შესავალი სიტყვა მოისმინა. პროცესს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქმეში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძეც დაესწრო. მან კომენტარი არ გააკეთა და თქვა მხოლოდ ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. საქმე ეხება 2017 წლის 13 მაისს რესტორან “ელ ცენტროში” მომხდარ ინციდენტს. იმდროინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა.

ფარცხალაძის დაკითხვა ორჯერ გადაიდო. მათ შორის ერთხელ მოსამართლის მივლინების გამო, ერთხელ კი თავად ფარცხალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას შორის დაპირისპირება 2017 წლის მაისში მოხდა. ფარცხალაძე თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. თორდია მაშინ აუდიტის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი იყო. თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებდა.

ყოფილი მთავარი პროკურორისა და „ლუკოილის“ დირექტორის მოადგილის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მოწმეთა ჩვენებებით 28 მაისს გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშილარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე არჩევნებზე – უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ პროცესში დისონანსი შეეტანათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ