ლანჩხუთში, პოლიციის გვერდით მდებარე სკოლიდან კომპიუტერი მოიპარეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლიდან კომპიუტერი მოიპარეს.როგორც “თაიმერმა” გაარკვია, კომპიუტერი მანდატურის ოთახიდანაა წაღებული.

სუფის საჯარო სკოლა, პოლიციის შენობის გვერდით, რამდენიმე მეტრში მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177_ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმის გასახსნელად ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

.

banner
წინა სტატიაში“გზა, რომელსაც ივანიშვილი ადგას, ქართველი ხალხისთვის მიუღებელია”
შემდეგი სტატიასუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი დააკავა