“გზა, რომელსაც ივანიშვილი ადგას, ქართველი ხალხისთვის მიუღებელია”

რეალურად, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო ის გზავნილი, რაც საქართველოს მეგობრებისგან იყო მოსალოდნელი ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ბოკერიას თქმით, ამ გზავნილის შინაარსია, რომ გზა, რომელსაც დღეს ივანიშვილი ადგას, ქართველი ხალხისთვის მიუღებელია.

„ხელისუფლების პროპაგანდა, ივანიშვილის, სამარცხვინო ლიდერის კლოუნები ამ მიმართულებით რომ წავიდნენ, არის დასტური, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან. სადაც პრობლემაზეა საუბარი, ის არის გზავნილი. განცხადებას იმაზე ხომ არ აკეთებენ, რომ კარგად არის საქმეო. ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ეს პროპაგანდა გვერდზე უნდა გადავდოთ. რეალურად, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო ის გზავნილი, რაც საქართველოს მეგობრებისგან იყო მოსალოდნელი. გზა, რომელსაც ის დღეს ადგას, არის ქართველი ხალხისთვის მიუღებელი, არის მტრობა საქართველოს ინტერესებისა და აქედან გამომდინარე, საქართველოს მეგობრებისთვის სერიოზული პრობლემა, რასაც მოჰყვება პერსონალურად მისთვის და მისი კლოუნებისთვის მძიმე შედეგები, თუ ამას გააგრძელებს, არა იმიტომ, რომ ვინმე ჩვენ საქმეებში ერევა, არამედ იმიტომ, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და მის არჩევნს. ვინც ამ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, მათთან ექნებათ პრობლემები და ეს არის ამ გზავნილის შინაარსი“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებს აშშ-ის დეპარტამენტისგან მხარდაჭერა არ აქვს”
შემდეგი სტატიალანჩხუთში, პოლიციის გვერდით მდებარე სკოლიდან კომპიუტერი მოიპარეს