ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ამ წუთებში კიდევ რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს

ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ადამიანს გამოკითხავს. აღნიშნულ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის ქეთევან ვაშაკიძის და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

„გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის ქეთევან ვაშაკიძის და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

პროკურატურა მათ გუშინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა.

გამოძიება ასევე გამოკითხავს იმ პირებს, რომლებიც სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებდნენ და ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობდნენ.

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში2019 წლის ბიუჯეტი – მთავარ საფინანსო დოკუმენტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიადასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” კვლავ სიძულვილის ენით, ლანძღვა-გინებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას