ლანჩხუთში 19 წლის ბიჭი დაჭრეს

ლანჩხუთში, საკუთარი საცხოვრებლის წინ 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლუკა ფაცურია მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.

ახალგაზრდას სამი პირი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრეს. 19 წლის მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ლუკა ფაცურია ლანჩხუთიდან ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ადგილობრივებმა მომხდარის შესახებ ისაუბრებს.

„მოხდა ჩხუბი, ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ლუკა გოგოსთან ერთად იყო,“ – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

ლანჩხუთელები ლუკა ფაცურიას დადებითად ახასიათებენ და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

„ჭიანჭველაზე ფეხს არ აბიჯებს. ითქვა, რომ მახარაძელები არიანო. ლინჩის წესით რაიონის თვალწინ უნდა გაასამართლონ,“ – განაცხადა ადგილობრივმა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშიიცით თუ არა, ვინ არიან „რემენა“ და „რიჟა“ – ბოკერია თურნავას
შემდეგი სტატიაკასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს ერთი პირი დააკავა