იცით თუ არა, ვინ არიან „რემენა“ და „რიჟა“ – ბოკერია თურნავას

region
ავტ.: region ივნისი 7, 2019 14:55

იცით თუ არა, ვინ არიან „რემენა“ და „რიჟა“ – ბოკერია თურნავას

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია და ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის ცხარე კამათის მიზეზი გიგა ბოკერიას კითხვები გახდა, რომელიც მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას დაუსვა.

,,გიგა ბოკერია დაინტერესდა, ნათია თურნავამ თუ იცის, ვინ არიან – „რემენა“ და „რიჟა“. „ჭიათურაში რა ხდებოდა, თვალყურს ადევნებდით თუ არა? ქალბატონო ნათია, „რემენა“ გაგიგიათ ვინ არის? პასუხს ამაზეც არ მცემთ? „რემენა“ იცით, ვინ არის, როგორც მინისტრმა? თუ არ გაგიგიათ, მითხარით. თვალყური არ მიგიდევნებიათ, მისი სახელით ადამიანი მისული რომ იყო და მაღაროელები გვერდით რომ გაყავდათ? ამას არ უყურეთ?“, – მიმართა თურნავას ბოკერიამ.

თურნავას პასუხის შემდეგ, ბოკერიას კითხვას გიგა ბუკია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მინისტრი დაკითხვაზე არ იყო მოსული.

„როგორ იქცევით, უშიშროების საბჭოს მდივანი კი არ ხარ? თავის დროზე დაკითხვაზე შენ რომ არ ხარ მიწვეული, ესაა პრობლემა. კითხვები დასვი, გიპასუხებს“, – მიმართა ბოკერიას ბუკიამ. ბუკიას კვლავ ბოკერია გამოეხმაურა. „დაკითხვაზე ნამყოფი ვარ, კიდევ ვიქნები და შენ რომ მოხვდები, ვნახავ, როგორ გაუძლებ. „ბიჭოთი“, შენს თანაფრაქციელებს ელაპარაკე. ვინ მოგცა უფლება ვაგხანალიისმოწყობის?“, – მიმართა ბოკერიამ ბუკიას.

ბოკერია სხდომაზე ასევე დაინტერესდა, ნათია თურნავამ იცის თუ არა, ვინ არის მეტსახელად „რიჟა“.

„არც ეგ არ იცით? პოლიტიკური ფიგურა ხართ ქალბატონო ნათია, ბიუროკრატი კი არ ხართ. ხელისუფლება ამბობს, ქურდულ სამყაროს ვებრძვითო, ჭიათურაში ვუყურებდით, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს გვერდით ის ხალხი როგორ გაყავდათ, ვინ პროტესტს აცხადებდა. ეს პრობლემად მიგაჩნიათ, თუ არა? პასუხის ისევ არ გაქვთ? დაგეხმაროთ, ეს ხალხი ვინაა? მინისტრი მოდის, რაღაც სადღეგრძელოებს გვეუბნება როგორ ზრუნავს, ქვეყანაზე და გაჭვირვებულ ხალხზე. თქვენი პოლიტიკური გუნდიდან „ვარსკვლავი“ რომ გყავთ გახარია, ის ამბობს, თურმე ხალხი არ თანამშრომლობს და ქურდული გაგება პრობლემა არისო. ტელევიზიით, რომ უყურებთ კონკრეტულ ვითარებას, მინისტრი მოდიხართ და პასუხიც არ უნდა გქონდეთ?“, – მიმართა თურნავას ბოკერიამ.

დეპუტატების კამათში კომიტეტის თავმჯდომარე ჩაერთო და რომან კაკულიამ ხურმობით აღნიშნა, „შემდეგ პრეზენტაციაზე „რემენაც“ აუცილებლად იქნება“.

region
ავტ.: region ივნისი 7, 2019 14:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics