ლაგოდეხის მთებში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

ლაგოდეხის მთებში ნაპოვნი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ექვსი თვის წინ გაუჩინარებული სამი მონადირიდან ერთ-ერთია, მაშველებმა ჩამოასვენეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ მაშველებმა მთებში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი დღეს ჩამოასვენეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარს, იდენტიფიკაციის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა უტარდება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლაგოდეხში ოთხი მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენებს კი ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაშიხვალ პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველო” დაფუძნდება
შემდეგი სტატია”ტაბულა”- ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი