ხვალ პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველო” დაფუძნდება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ხვალ სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ დაფუძნების ღონისძიება გაიმართება.

როგორც ”თაიმერს ”ახალი საქართველოდან” აცნობეს, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დამსწრე საზოგადოებას 15:00 საათზე სიტყვით მიმართავს.

”ახალი საქართველოს” ინფორმაციით, 14:00 საათზე, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები და თბილისის მცხოვრებლები მსვლელობას ერთდროულად ვარდების მოედნიდან, თავისუფლების მეტროდან და კოლმეურნეობის მოედნიდან დაიწყებენ.

banner
წინა სტატიაშიისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება
შემდეგი სტატიალაგოდეხის მთებში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება