კვირიკაშვილმა თავის “გონორს” მიხედოს – ნიკა გვარამია პრემიერის განცხადებას პასუხობს

NIKA GVARAMIA„რუსთავი2“-სა და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ნიკა გვარამია გამოეხმაურა:
„კვირიკაშვილმა თავის გონორს მიხედოს, ფულით ნაყიდი რომ იყო და იჯდა ფრაქციაში „ახალი მემარჯვენეების“. მას საერთოდ არაფერი არ აქვს სალაპარაკო, სამარცხვინოა. სამარცხვინოა იუსტიციის მინისტრი, რომელიც ასეთ პროცესებს მართავს, იმასაც კი ვერ უწევს კონტროლს. უკაცრავად და ახატია იუსტიციის მინისტრს , რას ფიქრობს მისი პრემიერი და სასამართლო პროცესებს მართავს თვითონ. კვირიკაშვილმა, რომელიც ნამდვილად ზიანდება ყველაფერი ამისგან საკუთარი გონორი გააკონტროლოს. არაფერს რომ არ წარმოადგენს და მის სიტყვას ჩირის ფასი რომ აქვს, თან კარგი ქლიავის ჩირის კი არა, ტყემლის. აი ამ გონორს მოუაროს კვირიკაშვილმა, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით არარაობაა და ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიც კი არ არის. წულუკიანია დღეს პრემიერ-მინისტრი თუ გაინტერესებთ და არა კვირიკაშვილი“- განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშისკოლის პირველ კორპუსში ზეიმის მიმდინარეობისას ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაბიზნესკონტაქტი: თუ ისაკაძე არ დაბრუნდება, უფლებას გიტოვებთ დაგვითხოვოთ